ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ბავშვებში მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ფართო აღიარებას მიიღებს.
გაბუნიამ „დელტა“ შტამზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის საყურადღებო პაციენტის კლინიკაში მოხვედრის შემდეგაა.
„დელტა“ შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევაა, რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, საყურადღებოა იმ შემთხვევებში, როცა პაციენტი ხვდება ჰოსპიტალში. ბავშვების ვაქცინქციას რაც შეეხება, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ „ფაიზერით“ ვაქცინაციის ასაკის დაწევაზე 16 წლამდე, როგორც ეს მის ინსტრუქციაშია მითითებული და მალე იქნება ეს გადაწყვეტილება, რომ 16 წლის ზემოთ აიცრან. სხვა დანარჩენი ჯგუფებისთვის, იცით, რომ ამერიკაში, მაგალითად, 12 წლის ზემოთ „ფაიზერის“ ვაქცინა ავტორიზებულია, როგორც კი მიიღებს უფრო ფართო აღიარებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ ტიპის ვაქცინაცია ბავშვების ჯგუფში, რა თქმა უნდა, ჩვენც ამას გავაკეთებთ, მაგრამ არა დღეს და ხვალ“,- განაცხადა გაბუნიამ.