ოზურგეთის მერიასთან მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილების განცხადებით, გომის მთაზე ვერ ახერხებენ სამშენებლო მასალების შეტანას, რათა საცხოვრებელი ფართებს რეაბილიტაცია ჩაუტარონ.
მოსახლეობის თქმით, გომის მთაზე მორატორიუმია გამოცხადებული და კურორტზე სამშენებლო მასალების შეტანა აკრძალულია.
მათი თქმით, ოფიციალურ უწყებებში უთხრეს, რომ კურორტზე ქაოსური მშენებლობა მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, მათ საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში აქვთ და მორატორიუმი მათ არ უნდა ეხებოდეთ.
მოსახლეობა ოზურგეთის მერიას მიმართავს და აცხადებენ, რომ თუ სამშენებლო ინვენტარს კურორტზე ვერ შეიტანენ, ტურისტული სეზონი, შესაძლოა, ჩავარდეს.