2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 25 საწარმო ახორციელებდა

283

საქსტასტის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 25 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 229.2 მლნ კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.57 მილიონი ადამიანი (68.9 %), რაც 2.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„2020 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1.87 მილიონი (50.1 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0.4%-ით და 1.36 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 36.5 %) შეადგინა“, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.