“შოკში ჩავვარდი. ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი,”- თქვა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ “ფორმულას” ეთერში.
გუშინ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ თბილისის მერობისთვის ბიზნესმენი თემურ ჭყონია “ძალიან კარგი კანდიდატი” იქნება.
“შოკში ჩავვარდი. ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ასეთ არაჩვეულებრივ ქალაქს, როგორც თბილისს. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება, – განაცხადა ყონიამ.