გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

515

შემდეგი სტატია

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი სახოკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, სახოკიას სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან წასვლა სხვა პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.

„გიორგი სახოკია სხვა სამსახურში გადადის. თუ სად, ამის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც იგი პრემიერ – მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება“, – აცხადებენ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

გიორგი სახოკია გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, 2021 წლის თებერვალაში დაინიშნა.