ყურანზე დაფიცების ფაქტების ადგილზე შესასწავლად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგნელები დმანისში იმყოფებოდნენ. აბანელ გამბე და სტეფან სიგლერი მუნიციპალიტეტის გამგებელს, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გოგი ბარბაქაძეს შეხვდნენ და დეტალებს გაეცნენ. ინფორმაციას “შენების მოძრაობა” ავრცელებს.
„ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ძალიან ბევრი შეკითხვა და აინტერესებდათ დეტალები. ჩვენ მივაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია თუ როგორ და რა ვითარებაში სთხოვდნენ ყურანზე დაფიცებას. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ხშირია დაშინების და ზეწოლის ფაქტები.
კახა ოქრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით ისევ მოქმედებებს, რომელიც ჩვენ 2012 წელს გვეგონა რომ დავასრულეთ. „ქართული ოცნება“ დმანისში არ არსებობს. აქ არსებობს ოქრიაშვილის ოცნება“, – აცხადებს „შენების მოძრაობის“ დმანისის მერობის კანდიდატი გოგი ბარბაქაძე.
დმანისში ქართული ოცნების მოქმედი გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები „შენების მოძრაობას“ 18 სექტემბერს შეუერთდნენ.