ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში იქნება სულ მცირე 9 და არაუმეტეს 11 წევრი. ეს ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერებისა კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით კანონპროექტში უნდა ყოფილიყო ჩანაწერი საკონკურსო კომისიის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.
კანონპროექტის პირველი რედაქციით საკონკურსო კომისიის რაოდენობა განსაზღვრულია 10 წევრით.