„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს

864

„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს. დიმიტრი ლორთქიფანიძისა და კახა კუკავას მიერ წარმოდგენილ პროგრამულ პრიორიტეტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების, აგრეთვე კონცერტებისა და ვერტიკალური ბაღებისთვის გათვალისწინებული ხარჯის ამოღება მოხვდა.

კანდიდატები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პრობლემების გადაჭრას ჰპირდებიან, მათ შორის არის გამოსახლების, უფასო სასადილოების, სოციალური სახლებისა და მედიკამენტების პრობლემები.

„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ პარტია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასაც გააუქმებს. ამასთან, კახა კუკავა მიიჩნევს, რომ თბილისში ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა უნდა შეწყდეს, შეჩერდეს არაბული და თურქული კვარტლების მოწყობა ბათუმსა და თბილისში, სადაც პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ამუშავდება საიმიგრაციო სამსახური უკანონო მიგრანტებისთვის, აიკრძალება საჯარო ადგილებში ჩადრისა და ნიქაბის ტარებაც.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამის განხორციელება შესაძლებელია, რადგან არ არის პოპულისტური.

წყარო: 1tv.ge