აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები შეიკრიბნენ. ისინი პლენალურ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ.
მათი განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ქობულეთში, ზღვისპირა ზოლში მიწის გასხვისებაზე მსჯელობა იგეგმება.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი ზღვისპირა ზოლში აღნიშნული მიწების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა. მათი განცხადებით, 150-მდე მესაკუთრის მიწის ნაკვეთები მთავრობამ აუქციონზე გაიტანა, რასაც აპროტესტებენ.
სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებს საკანონმდებლო ორგანოს ეზოში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე შეხვდა და ოთხ მათგანს სხდომაზე დასწრების ნებართვა მისცა.