ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში სამკითხველო გაიხსნა.
სამკითხველოს გახსნას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი მაკა დიდებულიძე და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
გიორგი კეკელიძემ კოლეგებთან ერთად პროექტ ეკვილიბრიუმის ფარგლებში ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები ჩამოუტანა. სამკითხველომ წიგნები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისგანაც მიიღო.
სოფელში სამკითხველოს გახსნასთან ერთად ადგილობრივი ნაწარმის დეგუსტაცია, ხალხური რეწვისა და ნახატების გამოფენაც მოეწყო.
სამკითხველოს გახსნის ინიციატივა ჩორჩანელებმა რეგიონის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე წამოაყენეს და ნუგზარ სამხარაძისგან ამ საქმეში თანადგომის პირობაც მიიღეს.
ახლად გახსნილმა სამკითხველომ, ადგილობრივების შეთანხმებით, სოფელ ჩორჩანის ერთ-ერთი მცხოვრების სახლში დაიდო ბინა.