გიორგი ვაშაძე: ბიუჯეტიდან მედპერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტი ფული უნდა დაიხარჯოს

380

თქვენ განაცხადეთ, რომ ეკონომიკა 44%-ით გაიზარდა, ისაუბრეთ კოვიდსა და პანდემიაზე. ბატონო მინისტრო, მაინტერესებს, თუ იცით ვინ არიან მთავარი გმირები კოვიდთან ბრძოლაში? – ამ კითხვით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მიმართა, რომელსაც დეპუტატები მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ.

„ესენი არიან ექიმები, ექთნები და ასე შემდეგ… თუ გიფიქრიათ, რომ იმ 5,6 მილიარდიდან, რაც კოვიდის გამო ისესხეთ, ამ ადამიანების სოციალური უზრუნველყოფისთვის რამე თანხა გამოგეყოთ“, – განაცხდა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ლაშა ხუციშვილს უსმენენ.