პარლამენტმა, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პირველი მოსმენით განიხილა ოპოზიციის ამნისტიის პროექტი. დოკუმენტს მხარი მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61-მა კანონმდებელმა კი, ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
შესაბამისად, პროექტი ჩავარდა და საკანონმდებლო ორგანო მუშაობას „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე გააგრძელებს.
ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი 9 ივნისს დაუჭირა.