2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

309

საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებს.

ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ პროექტები შეიმუშაონ და კონკურსზე წარადგინონ.

წინადადებების მოწონების შემთხვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია:

  • ურბანული განახლება – ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე;
  • უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.