კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა კულტურის სფეროს ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რომლებსაც სამინისტრო „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსებს. ამ საკითხთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა უწყებაში ბრიფინგი გამართა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ 12 პრიორიტეტული მიმართულება გამოყო, რომლებიცაა:
1. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა;
2. ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
3. ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
4. ქართული კინოს ხელშეწყობა;
5. სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
6. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა;
7. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა;
8. კულტურაზე ხელმისაწვდომობა;
9. მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები;
10. ინოვაციური და თავისუფალი პროექტები;
11. კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
12. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება.
სამინისტრო პრიორიტეტული ჯგუფებისთვის დაფინანსებაზე განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს.