ნეპოტიზმში დადანაშაულების შემდეგ ხოჯევანიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

421

წინა სტატია

“იმედის” მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტს, სადაც ძმებ ხოჯევანიშვილებს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ეხმაურება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გიორგი ხოჯევანშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ყალბ ამბავს უწოდებს და მას გიორგი გახარიას გუნდის გააქტიურებას უკავშირებს.

“ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ყალბი ამბების გავრცელება ხდება, თან ეს ყოველივე მას შემდეგ გახდა ასეთი ინტენსიური, რაც გახარიას გუნდი გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე. ამაზე უარესი კი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ საჯარო სამსახურებში, ამ ყველაფერს ისმენენ და უყურებენ. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა სამუდამოდ დავასრულოთ. საჯარო მოხელეები თავისუფალი უნდა იყვნენ პოლიტიკისგან და მისი ზემოქმედებისგან”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” გიორგი ხოჯევანიშვილმა.