ხოჯევანიშვილებისა და საბანაძეების კლანი გორში – ნეპოტისტური სქემა

776

შემდეგი სტატია

ტელეკომპანიამ “იმედი” ნეპოტისტურ სქემაზე სიუჟეტი გამოაქვეყნა, სადაც გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი და მისი ოჯახის წევრებიც ფიგურირებენ.

მასალის მიხედვით, ყოფილ პრემიერთან სუსის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის  დაკავშირება გიორგი გახარიას ცოლის ძმის, გიორგი ფანცულაიას მეგობრობიდან დაიწყო. რომელმაც ოჯახის წევრების დასაქმება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

ალქესანდრე ხოჯევანიშვილის ძმა თავდაპირველად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გახდა, მოგვიანებით კი მმართველი გუნდიდან გორი-კასპის მაჟორიტარი.

გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლე, ნათია ჯავახი, განათლების სამინისტროში დასაქმდა, ცოლის და თამარ ჯავახი კი 112-ში, მისი მეუღლე ალექსანდრე სანდოძე დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

გიორგი ხოჯევანიშვილის კურსელი და ახლო მეგობარი ბაჩანა გვიანიშვილი ჯერ გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორად დაინიშნა, მოგვიანებით კი წყალმომარაგების შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი გახდა.

ხოჯევანიშვილის ახლობელი და მეზობელი, ოლეგ ხუბულური გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ. ასევე ახლო მეგობრები ლექსო მახარაშვილი და ვახტანგ ჯოხაძე კეთილმოწყობის სააგენტოში დასაქმდნენ.

“იმედის” სიუჟეტში საუბარია ასევე გიორგი გახარიას კიდევ ერთი თანაგუნდელის, კახა საბანაძის გავლენებზე გორსა და შიდა ქართლში. მისი ქვისლი კოტე ანანიაშვილი ჯერ აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა, მოგვიანებით კი მთავრობის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი გახდა. კონსტანტინე ანანიაშვილის მამა მერაბ ხუბულური გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში, მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმდა, რასაც თავად ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელიც ადასტურებს.

გორის მერის ყოფილი მოადგილე პაატა ივანიშვილი ასევე კახა საბანაძის მეგობარია. მან ერასტი ელიჯარაშვილტან ერთად დატოვა ეს თანამდებობა და ღიად განაცხადა გახარიას გუნდში გადასვლის შესახებ. საბანაძის კიდევ ერთი მეგობარი გიორგი სამნიაშვილი (ჩობანა) სურსათის უვნებლობის შიდა ქართლის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. კახა საბანაძის ქვისლიშვილი თამაზ რიკრიკაძე გორის მერიის სპორტის განვითარების სააგენტოში მუშაობს (კრივის სკოლის მწრთვნელია).

ამავე სააგენტოში დასაქმდა კონსტანტინე ანანიაშვილის დეიდაშვილი გივი ჯავახიშვილი. კახა საბანაძის ნათესავები ნუკრი და ინალი ჯალაბაძეები გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში დასაქმდნენ. კიდევ ერთი ნათესავი მამუკა საღარეიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორი გახდა, თუმცა თანამდებობა მალევე დატოვა.

საბანაძის მეგობარი გიორგი ჩოქური დაინიშნა შიდა ქართლის დეტექტივების სამსახურის უფროსად, გიორგი გობეჯიშვილი კი საგანგებო სიტუაციების შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, კახაბერ ფერსაშვილი შსს-ს ვარიანის განყოფილების უფროსი. გიორგი მეზვრიშვილი, დაცვის პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი. ვასილ როსტევანიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი შიდა ქართლში.ამავე სამმართველოში დასაქმდა კიდევ ერთი მეგობარი, გიორგი ტეტუნაშვილი. სიმონ ჯიქიძე, კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე.