ხელვაჩაურის შემოვლითი გზის ტენდერის გამო ენმ ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

561

მდინარე ჭოროხის გასწვრივ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კორუფციის ნიშნებს ხედავენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ  ახალი ტენდერი 18 მილიონ ლარზე გამოცხადდა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი მერია  საწყისი თანხის 5 მილიონით შემცირებას გეგმავს.

ოპოზიციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პროკურატრურას დაინტერესებისკენ მოუწოდა.

სამუშაოებს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური ატარებს, უწყებაში საპასუხო კომენტარი არ გააკეთეს.