პოტენციური კანდიდატი ქალების ტრენინგები დასრულდა

732

2017 წლის 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ცესკომ და სწავლების ცენტრმა პოტენციური კანდიდატი ქალებისთვის  ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგი  69 მონაწილემ გაიარა, ისინი  გაეცნენ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა  მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის:

  • არჩევნებში გენდერული თანასწორობის საკითხები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საარჩევნო სისტემა;
  • პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების მექანიზმები;
  • არჩევნების შედეგების შეჯამება და მანდატების განაწილება;
  • წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები;
  • საარჩევნო დავები.

მონაწილეებს გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელო „კენჭისყრის დღის პროცედურები“ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გააქტიურებისა და საარჩევნო საკითხებზე მათი ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობას.