ხულოს სოფელ ქედლებში მცხოვრები 13 ოჯახი ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვს

335

ხულოს სოფელ ქედლებში მცხოვრები 13 ოჯახი ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვს შესაბამისი მოთხოვნით წერილი უკვე შეიტანეს მერიაში, თუმცა, უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ გზა, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობენ საფრთხის შემცველია.

ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი კახა დეკანაძეც. საკითხზე ხულოს მერიაში კომენტარს მოგვიანებით დაგვპირდნენ.