ბითაძე: საკანონმდებლო ცვლილებით უნდა დაიხუროს ის ფურცელი, როდესაც რეკრეაციული ზონების ცვლილება ხდებოდა

455

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით უნდა დაიხუროს ის ფურცელი, რომელიც გამოწვეული იყო დერეგულაციით. ამ ცვლილებით აღარ ხდება რეკრეაციული ზონების ცვლილება საზოგადოებრივ-საქმიან ზონად, – ამის შესახებ მაია ბითაძემ მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ განაცხადა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე განხილვისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დეველოპერულ კომპანიებს რეკრეაციული ზონის დაცვის ვალდებულება უჩნდებათ.

„ვერცერთი ობიექტი ვერ ჩაბარდება ექსპლუატაციაში თუ დენდროლოგიური პროექტი არ არის მომზადებული და ხეები არ არის მოვლილი. ამის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლში პირდაპირ წერია. ადმინისტრაციული ჯარიმებით, 3 წლის განმავლობაში დაჯარიმებულია ძალიან ბევრი ადამიანი და 6 მლნ ლარზე მეტია შესული სახელმწიფო ბიუჯეტში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაულიც დამდგარიყო და ეს არის წარმოდგენილი აღნიშნული კანონპროექტით. ამ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ეს არ ვრცელდება რეკრეაციული ტერიტორიების შეცვლაზე საზოგადოებრივ-საქმიან ზონად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, ის მზადაა აღნიშნულ საკითხზე შესაბამის ფორმატში დებატები ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან გააგრძელოს