სოფელ მახოში მცხოვრებ 10 ოჯახს წყალი მცირე რაოდენობით ზოგჯერ კი საერთოდ არ მიეწოდება. როგორც ყვებიან წყლის სისტემის ახალ ქსელი არსებობს, თუმცა, ვერ სარგებლობენ. პრობლემა კი განსაკუთრებით ტემპერატურის მატებასთან ერთად აწუხებთ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პრობლემის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში და უწყლობას გვალვებს უკავშირებენ. მერის მოადგილის ინფორმაციით პრობლემის მოგვარების მიზნით მერია მახოს მიმართულებით 2 პროექტს ახორციელებს, თითოეულისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 580 ათასამდე ლარი დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია სიმონეთის მდინარიდან მახოს მიმართულებით წყალარინების სისტემის მოწყობა.