ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზიანზე საუბრობენ

898

სოფელ სალიბაურში მცხოვრებლები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინააღმდეგ – ხელვაჩაურში მცხოვრებლები, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზიანზე საუბრობენ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებმა, მათი საცხოვრებელი სახლები დაბზარა. გარდა ამისა, მოქალაქეებს მუდმივ ხმაურსა და დისკომფორტში უწევთ ცხოვრება. საპროტესტო აქციების მიუხედავად, ადგილობრივებმა ვერც კომპენაციის აღებაზე მიაღწიეს შეთანხმებას და ვერც იმის დამტკიცება შეძლეს, რომ ზიანი ნამდვილად მშნებლობის შედეგად მიადგათ. საქრო ქათამაძე ისაუბრებს დღეს შემქნილ პორბლემებზე მოსახლეობის სახელით, ჩემი სტუმარია ასევე უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე.

მელანო აბუსელიძე, სოფელ სალიბაურში, თითქმის 20 წელია ცხოვრობს. გვიყვება, რომ სახლი, მსგავს მდგომარეობაში არასდროს ყოფილა და არსებულ ბზარებს, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას უკავშირებს. ხელვაჩაურში მცხოვრების თქმითვე, გზის მოწყობითი სამუშაოების დაწყების შემდეგ, მის მცირეწლოვან შვილს, ორგანიზმში, ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა. ახალგაზრდა დედა, დაპირებებს იხსენებს და ხელისუფლებას, მათ შესრულებას სთხოვს.

მელანოს გარდა, მსგავსი პრობლემა სალიბაურში მცხოვრებ კიდევ 15-მდე ოჯახს აქვს. ადგილობრივების თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, პასუხისმგებელი ორგანოდან დაპირება მიიღეს, რომ ტერიტორიიდან გაასახლებდნენ. 1 წლიანი ლოდინის შემდეგ კი, რეალობა ისევ უცვლელია. სწორედ, ამიტომ, მათ, დღეს, საპროტესტო აქცია გამართეს. გვაჩვენეს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ შენობებზე ახალი დაზიანებების გაჩენა, შესაძლოა, ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გამოეწვია.

საპროტესტო აქციაზე, უფლებადამცველიც იმყოფებოდა. თამაზ ბაკურიძის თქმით, ადგილობრივების მოთხოვნები რეალურია და ხელისუფლებამ, მათ შესრულებაზე უნდა იზრუნოს. ბაკურიძემ, ყურადღება, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრებლების უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა.

სალიბაურში მცხოვრებლების პრობლემებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ვკითხეთ. თორნიკე რიჟვაძემ პასუხისმგებლობა აირიდა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისკენ გადაგვამისამართა.

მხოლოდ სიტყვიერი განმარტება გააკეთეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. პასუხისმგებელ უწყებაში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივებს განსახლებას დაჰპირდნენ. მათივე თქმით, თითოეული ოჯახის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, რეაგირებას შესაბამისად მოახდენენ.