ქუთაისში “მზეჭაბუკის” მონუმენტის ირგვლივ სკვერი მოეწყობა

490

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე (“მზეჭაბუკი”-ს მონუმენტის ირგვლივ) სკვერის მოსაწყობად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. ტენდერი 166`715 ლარის ღირებულებისაა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

წინადადებების მიღება იწყება 5 ივნისს და 8 ივნისს სრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე.

ქანდაკების ავტორი მერაბ ბერძენიშვილია. მონუმენტი „დიდების“ მემორიალის ერთ-ერთი ფრაგმენტია. მემორიალი 2009 წელს დაანგრიეს.