გაუქმდება თუ არა სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო თავშესაფრის ამუშავების შემდეგ?

421

წინა სტატია

გაუქმდება თუ არა სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო თავშესაფრის ამუშავების შემდეგ?- ეს კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც გორში აშენებული  ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ამუშავდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიღებული განკარგულების მიხედვით, რეგიონული თავშსაფრის ა(ა)იპ-ის ჩამოყალიბაბზე თანხმობა მიეცა გორის მერს, მეზობელ მუნიციპალიტეტებთან ერთად დააფუძნოს არასამეწარმეო იურიდიული პირი – მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო.

“უახლოეს პერიოდში იგეგმება თავშესაფრის შენობის გორის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადმოცემა, შესაბამისად საჭიროა შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს შექმნა. აღნიშნული სააგენტო შეითავსებს გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში არსებული მსგავსი ფუნქციის მქონე მუნიციპალური ორგანიზაციების უფლებამოსილებებს, რის შემდეგადაც დღის წესრიგში დადგება ასეთი ორგანიზაციების გაუქმების საკითხი”, – ნათქვამია განკარგულებაში.

დღეისთვის გორში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენებულია, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ და კარანტინის შენობებს, ვეტერინალურ კლინიკას, ლაბორატორიას, ვოლიერებდა სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურას.

უკვე არსებული სპეციალური მიწოდების სერვისების სააგენტო გორის მუნციპალიტეტის  ბიუჯეტიდან ფინანსდება, მის ფუნქციებში შედის მიუსაფარი ცხოველების აცრა, კასტრაცია-სტერლიზაცია, მკურნალობა და ისევ ქუჩაში დაბრუნება, აღნიშნულ ფუნქციებს შეითავსებს და ასევე საკარანტინე ზონაში შეიფარებს 150 ძაღლს ინტერმუნიციპალური თავშესაფარი, აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალური მიწოდების სააგენტოს გაუქმებაზეც იმსჯელებს.