თურნავა „რიყის დოქებზე“: თანხა, რაც ის დაუჯდა ბიუჯეტს, შორსაა იმ საბაზრო ფასისგან, რომელიც მასში შეიძლება დღეს გადაიხადოს ინვესტორმა

405

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რიყეზე მდებარე ე.წ. დოქების საკმაოდ ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც ეს ღია და გამჭვირვალე აუქციონებმაც აჩვენა.

მისი თქმით, ეს ობიექტი უკანასკნელი 8-9 თვის განმავლობაში ინტენსიურად გადის აუქციონზე, თუმცა თანხა, რაც ის დაუჯდა ბიუჯეტს და სახელმწიფოს, ძალიან შორს არის იმ საბაზრო ფასისგან, რომელიც მასში შეიძლება დღეს გადაიხადოს ინვესტორმა.

„ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, „დოქებად“ წოდებულ ძალიან ძვირადღირებული ობიექტს პოსტპანდემიურ პერიოდში მოვუნახოთ ფუნქციონალი. არ არის ასეთი მარტივი საკმაოდ ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა, როგორც გამოაჩინა ღია და გამჭვირვალე აუქციონებმა და თითქმის ბოლო 8-9 თვე ჩვენ აუქციონებზე გაგვაქვს ეს ობიექტი. თანხა, რაც ის დაუჯდა ბიუჯეტს და სახელმწიფოს, ძალიან შორს არის იმ საბაზრო ფასისგან, რომელიც მასში შეიძლება დღეს გადაიხადოს ინვესტორმა, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოტენციურ ინვესტორებთან. აუცილებლად მოხდება პრივატიზაცია და აუცილებლად თავისი გამოყენება ექნება ამ ობიექტს, რომელიც თბილის ცენტრში მდებარეობს,“- განაცხადა თურნავამ.