ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. კალაძემ მათ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და ის ძირითადი ხედვები წარუდგინა, რაც დედაქალაქის განვითარების მისეულ გეგმაშია შესული.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ურბანული, სატრანსპორტო, ეკოლოგიურო და სოციალური პოლიტიკის და ამ მიმართულებებით არსებული ახალი ინიციატივების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
კალაძემ ჯანდაცვის პროგრამების განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლებაზე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვასა და ოპერატიულობის გაზრდაზე.
წყარო: იმედინიუსი