გარდაბანში, სოფელ ქვემო თელეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

351

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო თელეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 721 000 ლარით დაფინანსდა. სოფელ ქვემო თელეთში სააღმზრდელო დაწესებულება 2 ჯგუფზე და 60 ბავშვზეა გათვლილი.

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “პარმაღმა” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეასრულა.

გახსნის ღონისძიებას ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.