26 მაისიდან საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას განაახლებს

950

26 მაისიდან, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას განაახლებს. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო დროები შემდეგნაირად განისაზღვრა:

პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00

სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00

ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00

ოკაცეს კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00

ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00

მარტვილის კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:

  • დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;
  • ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია5 ვიზიტორის ყოფნა;
  • დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
  • რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან დისტანციურად https://guru.ge/.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის ზოგად რეკომენდაციებსაც ავრცელებს, კერძოდ:

  • თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;
  • ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნითა და წყლით;
  • მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;
  • ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
  • გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ წყლითა და საპნით.