გამყრელიძე: გასულ წლებთან შედარებით უკეთესი ეპიდვითარების გამო აღდგომას შეზღუდვები არ იქნება

259

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს რომ გასულ წლებთან შედარებით უკეთესი ეპიდვითარების გამო აღდგომას შეზღუდვები არ იქნება.

,,ვფიქრობ, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები არ იქნება – პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო “ნადიმებით“ და ქეიფებით, შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ.

წელს წინასააღდგომო პერიოდი შედარებით მშვიდი გვაქვს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, ვირუსი ჯერ ქვეყანაში ცირკულირებს. 200-300 შემთხვევა არის. გასაგებია, რომ “ომიკრონია” და კლინიკურად უფრო მსუბუქია, ვიდრე შარშანდელი ან გასული წლის,” –თქვა ამირან გამყრელიძემ.