ოზურგეთის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს

506

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს, შ.პ.ს „გზამშენი 18“ აწარმოებს. მათივე ცნობით, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 390 329 ლარს შეადგენს.