ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დაჭრეს

556

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაჭრეს. არსებული ინფორმაცით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ფუნიკულიორის ტერიტორიაზე მოხდა.

ჩვენ დავუკავშირდით გრიგოლ მიქავას. ტელეფონზე ქალმა გვიპასუხა, რომელიც ოჯახის წევრად გაგვეცნო. მან გვითხრა, რომ გრიგოლ მიქავა თავს კარგად გრძნობს, თუმცა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ, დაიჭრა თუ არა ის ცეცხლასასროლი იარაღით, ტელეფონი გათიშა.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: ლაივპრესი