საოლქო საარჩევნო კომისიამ ქუთაისის მერობის კანდიდატებს კანდიდატად დარეგისტირების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერის პოსტზე კენჭისყრის სურვილი ათმა კანდიდატმა დააფიქსირა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საოლქო კომისიამ ისინი ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ქუთაისს არჩევანის გაკეთება ათ კანდიდატს შორის მოუწევს.
- შენების მოძრაობა–ალუდა გოგლიჩიძე
- საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო”–ზვიად ბაღდავაძე
- პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი–გრიგოლ ბახტაძე
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია–შალვა ნათელაშვილი–სამსონ გუგავა
- ქართული ოცნება–გიორგი ჭიღვარია
- ახალი ქრისტიან–დემოკრატები –გიორგი გოგელაშვილი
- საარჩევნო ბლოკი ენმ–გრიგოლ ვაშაძე
- საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო”– გიორგი წულაია
- საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” – დავით გოგისვანიძე
- ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წარმომადგენელი – აკაკი ლოლომაძე.
მოწმობების გადაცემის ცერემონიალს 4 კანდიდატი არ დაესწრო.
წყარო: ნიუპრესი