“მოგმართავთ თხოვნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, გამოისყიდოთ ქ. ამბროლაურის კინოთეატრის შენობა კერძო მფლობელისგან,”- ამ მოთხოვნით პეტიციას ამბროლაურის მოსახლეობის ნაწილი ავრცელებს.
“გამოვისყიდოთ ქ. ამბროლაურის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული შენობა, კინოთეატრი, რომელმაც ფუნქციონირების დღიდან მრავალი თაობა აღუზარდა ამბროლაურს და წარმოადგენდა ამბროლაურის ახალგაზრდობის ერთადერთ თავშეყრის ადგილს,”- წერია პეტიციაში.