თურნავა: უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება

258

უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდ პასპორტის დოკუმენტი მოქალაქეს, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭვდის სახით ექნება.

„კოვიდ პასპორტი ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ელექტრონული პლატფორმის კოვიდ პასპორტის შემუშავებაში ჩართულია სხვა უწყებებიც. უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება. ეს იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ელექტრონულ მატარებელზეც და ბეჭვდის სახით შეიძლება ვიქონიოთ. ეს იქნება კოვიდთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია”, – განაცხადა თურნავამ.