აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ მოხსნა საკოორდინაციო საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ გადაწყდება. მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
„საკოორდინაციო საბჭო შესაბამისი ანალიზითა და ეპიდდინამიკის გათვალისწინებით, პერიოდულად გაწვდით ინფორმაციას. თვის ბოლოსთვის ყველა მონაცემი გვექნება, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ „კომენდანტის საათის“ მოხსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურისტული სეზონის ჩატარებასთან დაკავშირებით, აქ ბევრად არის დამოკიდებული რამდენად სწრაფად შევძლებთ პიკის გავლას ქვეყნის მასშტაბით”,- აღნიშნა რიჟვაძემ.