ბაღებმა და სკოლებმა სასწავლო პროცესი განაახლეს

254

ტრანსპორტთან ერთად, დღეს სააღდგომო არდადეგების შემდეგ, მუშაობას სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულებებმაც დაიწყეს.

შესაბამისად, COVID-19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირებაც გრძელდება.

ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირება თბილისის N11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

სასწავლებელში ამ დროისთვის ვირუსის გამოვლენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.