სტუდენტებმა,რომლებსაც სახელმწიფომ სწავლის დაფინანსება შეუჩერა, ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდეს.
საქმე ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსს, რომლის მიხედვითაც ფახულანის, ლიის, ჭალესა და მუჟავას სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში სრულიად ფინანსდებოდნენ. თუმცა, 2020 წელს მათთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სოფლებს სტატუსი მოუხსნა, რის გამოც მათი დაფინანსება შეჩერდა.
სტუდენტებს კითხვები აქვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ისინი ამჟამად სწავლის საფასურს ვერ იხდიან.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ მიიღო.