45 წელს ზემოთ მოქალაქეები „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ.
როგორც ცნობილია, გუშინ იმუნიზიციის საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, დღის ბოლოდან შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია აქამდე მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოსახლეობას შეეძლო.