ოზურგეთის მერია: გომისმთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება

374

დაბა გომისმთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება, –  ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“საქართველოს გზების დეპარტამენტი დაბა გომის მთის მიმართულებით ასრულებს გზის სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც, იზღუდება ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება”, – განმარტავენ მერიაში.