№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის ატვირთვა. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
წყარო: ინტერპრესნიუსი