ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ქცევის კოდექსი გაფორმდა. ცესკოს ინფორმაციით, კოდექსი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანოზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.
“ეს კოდექსი ითვალისწინებს ეთიკისა და ქცევის წესებს, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის მიზნებისთვის. შევთანხმდით იმაზე, რომ ერთმანეთს ხელს შევუწყობთ საქმიანობაში, არ ჩავერევით ისეთ საქმეში, რომელიც ჩვენს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ამავდროულად, არ განვახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რაც შეიძლება აღქმული იყოს რომელიმე სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. ეს არის ეთიკა, რომელსაც არჩევნებში ჩართული ყველა მხარე უნდა ასრულებდეს”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ დოკუმენტს ცესკოში.
წყარო: ინტერპრესნიუსი