„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის” ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი, თბილისისა და თელავის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართება.
პიკნიკზე წარმოდგენილი იქნება “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების” ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე მორგებული გამოფენები.
დამთვალიერებლებს უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტის და გამოგონების ნახვა შეეძლება. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაატარონ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გახდეს ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა.
პიკნიკში მონაწილეობაა მიიღებენ ბრიტანული სამეცნიერო შოუს წარმომადგენლები.
ღონისძიება 27 სექტემბერს 15.00 საათზე დაიწყება, რომელსაც განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრება.
წყარო: ნიუპრესი