თელავში, ნადიკვარის პარკში ახალი სეზონი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად გაიხსნა

557
ნადიკვარის პარკში ახალი სეზონი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად გაიხსნა. პარკში ატრაქციონებმა დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
,,სეზონი გაიხსნა, პარალერულად მიმდინარეობს ნადიკვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება” ,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ პარკის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება 317 000 ლარია.