საკრებულომ თელავის ეკონომიკური განვითარების გეგმა დაამტკიცა

305

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეკონომიკური განვითარების გეგმა დაამტკიცა.

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი თავბერიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ერთიანი ბიზნეს სივრცეების შექმნა. მისივე თქმით, ამჟამად მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბიზნეს ინკუბატორის დაარსებასთან დაკავშირებით.

გიორგი თავბერიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ძირითად მიმართულებებად გამოიყო ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და შრომის ბაზარი, რომელებიც მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობებია.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების დაფინანსება განსაზღვრულია ეროვნული პროგრამების, ადგილობრივი ბიუჯეტის, ბიზნეს სექტორისა და დონორი ორგანიზაციების მიერ.

„თელავის მუნიციპალიტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას, ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. კერძო სექტორის მხრიდან ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა მიწაზე, შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წელს აგვისტოს თვის ჩათვლით, თელავის მუნიციპალიტეტმა 104 600 ლარის ღირებულების ქონება გასცა იჯარით. ხოლო საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხის მიხედვით, ინტენსიურად სხვისდება ქონება ბიზნეს სექტორსა თუ დაინტერესებულ ფიზიკურ პირებზე“, –განაცხადა გიორგი თავბერიძემ.