განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

489

სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის ­თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია ამჯერად შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ, რომლებიც კოლეგებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ.

„მათი სურვილია, მოსწავლეებმა ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში შეძლონ მიმდინარე სემესტრის დასრულება, რაც სწორედ სასკოლო საზოგადოების იმუნიზაციის გზით არის შესაძლებელი.

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. გარდა ამისა, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზად არის, სურვილის შემთხვევაში მათ პორტალზე დარეგისტრირებაში დახმარება გაუწიოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.