“რეგიონების განახლების პროექტის” ზედამხედველობას კომისია განახორციელებს

349

წინა სტატია

რეგიონების განახლების მასშტაბურ პროგრამა 500 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული და 4 წლის განმავლობაში განხორციელდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ პროგრამის განხორციელებასა და ზედამხედველობას კომისია განახორციელებს, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები“, – განაცხადა მინისტრმა.