პროექტის „გორის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პრიორიტეტების კვლევა“ ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კვლევის მიხედვით, გორში მერის წარმომადგენლების მუშაობას გამოკითხული მოსახლეობის 5% დადებითად აფასებს, უარყოფითად კი – 23%.
კვლევის შედეგები გორის მერს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს ონლაინ პლატფორმის zoom-ის საშუალებით გააცნეს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 800 ადამიანი 19 თემში.