ვარკეთილის მეტროსთან მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებსა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირებაა

438

ვარკეთილის მეტროსთან ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს და გარეთ ვაჭრობის უფლება არ მისცეს.

როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მათ საქონლის წართმევითაც ემუქრებიან.

„ყველას პატარა ბავშვები გვყავს, არ გვიშვებენ და საქონელს გვართმევენ. ყველაფერი გაძვირებულია. გზის ფული არ მაქვს და რა გავაკეთო?!“-აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

გარემოვაჭრები ასევე აღნიშნავენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მათ ადგილმონაცვლეობას არ სთავაზობენ.