ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 ახალი სკოლა შენდება

439

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 ახალი საჯარო სკოლისა და 4 ახალი საბავშვო ბაღის მშნებელობა აქტიურად მიმდინარეობს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილის თქმით, სოფლებში – ჰერეთისკარი და კაბალი ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

,,სოფელ კაბალში 300 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი მიმდინარე წელს დასრულდება,” – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.