“პატრიოტთა ალიანსმა” იმერეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

785

“პატრიოტთა ალიანსმა” იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენას ირმა ინაშვილი და დავით-თარხან მოურავი დაესწრენ. პარტიის ლიდერებმა  სამომავლო გეგმებსა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. დავით-თარხან მოურავის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანის” არის ერთადერთი პარტია, რომელიც რეალურად ზრუნავს ხალხზე და რომელმაც ეს მცირე დროში დაამტკიცა.

ამომრჩევლებს ღირსეული კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ბახტაძემ და განაცხადა, რომ ეუხერხულება იმ  პრობლემებზე საუბარი, რაც 30 წელია აწუხებს ქალაქს და რომლის მოგვარებაზეც არც ერთმა ხელისუფლებამ იზრუნა.

რაც შეეხება იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს, ასე გამოიყურება:

ზესტაფონი – გიგა გაბრიჭიძე

ჭიათურა  – ამირან მაჩიტიძე

საჩხერე   –  კახა ჭიტაძე

ხარაგაული – თეიმურაზ ფცქიალაძე

თერჯოლა  – ხვიჩა წკეპლაძე

ბაღდათი  – როლანდ გაჩეჩილაძე

წყალტუბო  – ზვიად ჩიხლაძე

სამტრედია  – კამო კანდელაკი

ხონი – ირაკლი დოჭვირი

ტყიიბული – ბესიკ ცქიფურშვილი

ვანი  –  გოგიტა ხურციძე

წყარო: ნიუპრესი